სიახლეებიწიგნის "ევროპული სისხლის სამართალი" პრეზენტაცია2010-07-21
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დასრულდა სამეცნიერო მუშაობა საგრანტო პროექტზე - "ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში”. სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი მერაბ ტურავა. პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი სახელწოდებით: "ევროპული სისხლის სამართალი”, რომლის პრეზენტაცია გაიმართება 2010 წლის 21 ივლისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში. |