სიახლეები


წიგნადი ფონდი

2010-10-04

პატივცემულო კოლეგებო და სტუდენტებო!

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ფაკულტეტის თანამშომელთა და სტუდენტთა მოთხოვნები, რომელიც სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ამაღლებასთანაა დაკავშირებული. ყოველივე ამის გამო, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გასამდიდრებლად წარმოადგინოთ თანამედროვე უცხოენოვანი (გერმანული, ინგლისური და ფრანგული)ლიტერატურის ნუსხა, რომლის შეძენასაც შეეცდება ჩვენი ფაკულტეტი. შესაძენი წიგნი წარმოდგენილი უნდა იქნეს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან შემდეგი მონაცემებით: ISBN,ავტორი, სახელწოდება,გამოცემის წელი, გამოცემის ადგილი,გამომცემლობა,ზუსტი ან სავარაუდო ფასი.