სიახლეები


საბიბლიოთეკო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის

2010-07-02

ა.წ. 2 ივლისს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ რექტორი ბატონი გიორგი ხუბუა, თსუ ადმინისტრაციისა და საფაკულტეტო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგაოებას გააცნო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ვებ.გვერდი (www.sciencelib.ge), ბიბლიოთეკაში დანერგილი საქმიანობის ახალი მიმართულებები და მომავალი პროექტები. პრეზენტაციის შემდეგ მან უპასუხა შეკითხვებს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.